17.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

ისრაელის საგარეო უწყება აცხადებს, რომ პალესტინის აღიარება ძირს უთხრის მომავალ მშვიდობას და აძლიერებს „ჰამასს“

„ისრაელი კატეგორიულად უარყოფს დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ გაკეთებულ ცალმხრივ განცხადებას“, – ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის, კანადისა და ავსტრალიის მიერ აღიარების ოფიციალური დეკლარაცია „რეგიონში კიდევ უფრო მეტ დესტაბილიზაციას ქმნის და მომავალში მშვიდობიანი გადაწყვეტის მიღწევის შანსებს ძირს უთხრის“, – აცხადებს სამინისტრო X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ისრაელის განცხადებით, აღიარება „არა მხოლოდ აჯილდოებს ჰოლოკოსტის შემდეგ ებრაელთა ყველაზე მასშტაბურ ხოცვა-ჟლეტას ტერორისტული ორგანიზაციის მიერ, რომელიც მოუწოდებს და მოქმედებს ისრაელის განადგურებისკენ, არამედ აძლიერებს იმ მხარდაჭერას, რომლითაც „ჰამასი“ სარგებლობს“.

სახელმწიფოებრიობა საბოლოო სტატუსის საკითხად უნდა დარჩეს და არ უნდა იყოს მოწყვეტილი მშვიდობას, აცხადებს სამინისტრო და დასძენს, რომ პალესტინის ხელისუფლებამ არ შეაჩერა წაქეზება, ტერორისტების დაჯილდოება და არც ტერორთან იბრძოლა სათანადოდ. „პალესტინის ხელისუფლება პრობლემის ნაწილია და არა გადაწყვეტის“, აცხადებს ისრაელის საგარეო უწყება.

„ისრაელი არ მიიღებს არცერთ ცალკეულ და წარმოსახვით ტექსტს, რომელიც ცდილობს, აიძულოს იგი, აღიაროს დაუცველი საზღვრები“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„ადგილობრივი ამომრჩევლისკენ მიმართული პოლიტიკური ჟესტები ახლო აღმოსავლეთს მხოლოდ აზიანებს და არ არის სასარგებლო. ამის ნაცვლად, თუ ამ დეკლარაციის ხელმომწერ ქვეყნებს ნამდვილად სურთ რეგიონის სტაბილიზაცია, მათ ყურადღება „ჰამასის“ მიმართ ზეწოლაზე უნდა გაამახვილონ, რათა მან გაათავისუფლოს მძევლები და დაუყოვნებლივ განიარაღდეს“.

banner
წინა სტატიაშიგაგლოევი “ქართულ ოცნებას”: აღიარეთ სამხრეთ ოსეთი
შემდეგი სტატიაპალესტინის ხელისუფლება აცხადებს, რომ სახელმწიფოებრიობის აღიარება დამოუკიდებლობას უფრო აახლოებს