ისრაელის საელჩო შეძრწუნებულია „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ თბილისში ირანის საელჩოში „ისრაელის რეჟიმის განხორციელებული თავდასხმისას დაღუპულ მოწამეთა ხსოვნისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე სოლიდარობის გამოცხადების გამო. ამის შესახებ ისრაელის საელჩომ “რადიო თავისუფლებას” კითხვის პასუხად განუცხადა.
„შევძრწუნდით, როდესაც გავიგეთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დაესწრო სოლიდარობის ღონისძიებას თბილისში, ირანის საელჩოში…იმ დროს, როდესაც დასავლეთი გმობს ირანის თავდასხმებს ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე და მხარს უჭერს მისი ბირთვული და გენოციდური ამბიციების შეჩერების მცდელობებს, ღრმა იმედგაცრუებას იწვევს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობის ხილვა. ეს მორალურად არასწორია“, – განუცხადეს “რადიო თავისუფლებას” ისრაელის საელჩოში.