ისრაელის საელჩო – მადლობას ვუხდით ყველა მეგობარს საქართველოში გულითადი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის

ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ყველა ჩვენს მეგობარს საქართველოში მათი გულითადი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ისრაელის საელჩოს გვერდზე „ფეისბუქში“.

„ამჟამად ისრაელის მილიონობით მოქალაქე იმყოფება თავშესაფარში და ნერვიულობს ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე.

ჩვენ ვლოცულობთ, რომ ძალადობა მალე დასრულდეს და მშვიდობა დამყარდეს“, – აღნიშნულია ისრაელის საელჩოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ რეგულაციების დარღვევის 1 422 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატია12 მაისის მონაცემებით, საქართველოში ჯამში, 71 570 აცრა ჩატარდა