26.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 11, 2026
banner

ისრაელის, რუსეთისა და ბალარუსის მოქალაქეები ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა – შენახვის ბრალდებით ისრაელის მოქალაქე 1984
წელს დაბადებული მ.კ., რუსეთის მოქალაქე 2004 წელს დაბადებული ე.მ. და ბელარუსის მოქალაქე 1997 წელს დაბადებული ვ.ნ. სხვადასხვა დროს დააკავეს.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „მეფედრონ“, „მეთადონი“ და „ალფა -პვპ“.
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიაბუ დაბიში ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე – ბრძოლას ციხიდანაც ვაგრძელებთ