ისრაელის ქალაქ ლოდში ებრაელები და არაბები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ისრაელის ქალაქ ლოდში ებრაელები და არაბები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. „როიტერის“ ცნობით, პოლიტიკური ლიდერების მოწოდებებმა და პოლიციის ჩარევამ ეთნიკურად შერეულ დასახლებებში ამბოხებები და ძალადობა ვერ შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ ლოდში ხელისუფლებამ ე.წ. კომენდანტის საათიც დააწესა.

გავრცელებული ცნობით, ებრაელები სხვადასხვა დასახლებების ქუჩებში გამოვიდნენ და არაბების საკუთრებაში არსებულ შენობებს თავს დაესხნენ. მანამდე, ეთნიკურმა არაბებმა ებრაელების ობიექტებზე, ავტომობილებსა და სინაგოგებზე მიიტანეს იერიში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ებრაელების ჯგუფი ქალაქ ბათ იამში არაბ მძღოლს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

არსებული ვითარების ფონზე, ისრაელის პრეზიდენტმა, რუვენ რივლინმა სამოქალაქო ომის საფრთხეზე ისაუბრა და მოქალაქეებს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ქვეყნის მოსახლეობას ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრმაც.

„ვერაფერი გაამართლებს არაბების მიერ ებრაელების ლინჩის წესით გასამართლებას. ჩვენ არ მივიღებთ მას. ეს ჩვენ არ ვართ, ეს ძალადობა, ეს სისასტიკეა. ჩვენ დავიბრუნებთ მმართველობას ისრაელის ქალაქებში ყველგან, ყველა ქალაქში“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ
შემდეგი სტატია“ოცნება” აპირებს საკუთარი თავი და გუნდის წევრები შეიწყალოს – მელია 20 ივნისის ამნისტიაზე