ისრაელის ქ. აშკელონში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად გონაძემ საქართველოს საპატიო საკონსულო გახსნა

2017 წლის 5 აპრილს, ქ. აშკელონში საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს საპატიო საკონსულო, რომელსაც უხელმძღვანელებს ისრაელის სამხრეთ რეგიონში საქართველოს საპატიო კონსული, მენი ბენიში.

საქართველოს საპატიო საკონსულო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად გონაძემ და ქ. აშკელონის ვიცე მერმა მიშელ ბუსკილასმა გახსნეს. ქართველ დიპლომატებთან ერთად, ცერემონიალს ესწრებოდნენ ქ. აშკელონის მუნიციპალიტეტის და აშკელონში მცხოვრებ ქართველ ებრაელეთა თემის წარმომადგენლები.

აღნიშნული ღონისძიება ფართოდ გაშუქდა ადგილობრივი მედიით.

banner
წინა სტატიაშიმაია ღურწკაიამ და ქეთო ტაბაღუამ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს
შემდეგი სტატიასოხუმში ადამიანი დაწვეს