6.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

ისრაელის პრეზიდენტმა 6 პირი, მათ შორის ქართველი ექიმი, გმირობის მედლით დააჯილდოვა

ისრაელის პრეზიდენტმა სამოქალაქო გმირობისთვის მედლით დააჯილდოვა ექვსი ადამიანი, რომლებმაც თვითმფრინავში თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს. დაჯილდოებულთა შორის არის ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი. ინფორმაციას ისრაელის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ადგილობრივი მედია ავრცელებენ.

შემთხვევა დუბაიდან ისრაელისკენ ფრენის დროს მოხდა. აღნიშნულმა პირებმა ტერორისტი გაანეიტრალეს და დაჭრილ პილოტს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. პილოტს პირველადი დახმარება სწორედ შოთა მუსაევმა გაუწია.

სამოქალაქო გმირობის მედლით დაჯილდოვდნენ: შოთა მუსაევი, იანივ ჰაიონი, ცვიკა მანასი, ტალი მანასი, ასაფ რაჟვანი და ორ პერდილოვი.

დაჯილდოების ცერემონიალზე შოთა მუსაევმა იმ დღის მოვლენები გაიხსენა.

„ბევრი სასწაული მოხდა მაგ დღეს. ადამიანთა ჯაჭვს წარმოვადგენთ, რომლებმაც დახმარება გაწიეს; ერთი რგოლიც რომ დაკლებულიყო, ჯაჭვი გაწყდებოდა. ყველა გმირულად მოქმედებდა“, — განაცხადა შოთა მუსაევმა.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს ჩათრევას სახიფათო რუსოფობიურ ავანტიურებში ცდილობენ”- მარია ზახაროვა
შემდეგი სტატიახონში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს