ისრაელის პრეზიდენტის განცხადებით უკრაინელები ჰოლოკოსტში მონაწილეობდნენ

ისრაელის პრეზიდენტის განცხადებით უკრაინელები ჰოლოკოსტში მონაწილეობდნენ

4“112 უკრაინა”-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის პრეზიდენტმა რეუვან რივლინმა, უმაღლეს რადაში გამოსვლისას უკრაინელებს შეახსენა, რომ უკრაინელები და უკრაინის ნაციონალისტური ორგანიზაცია ებრაელებს მეორე მსოფლიო ომის დროს მასობრივად დევნიდა.
“დაახლოებით 1,5 მილიონი ებრაელია უკრაინის ტერიტორიაზე მოკლული მეორე მსოფლიო ომის დროს. ისინი დახვრიტეს ტყეებში ან სხვა ადგილებში. დანაშაულის ჩამდენთაგან ბევრი უკრაინელი იყო” – განაცხადა რივლინმა. მათ შორის, ვინც უკრაინაში ჰოლოკოსტზე პასუხისმგელელია, უკრაინის ნაციონალისტული ორგანიზაციია – განაცხადა პრეზიდენტმა. ებრაელებსა და უკრაინელებს შორის მიმდინარე ურთიერთობა, ისრაელის პრეზიდენტის თქმით, მომავლისკენ არის მიმართული. “მაგრამ, ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ისტორია, მისი ცუდი და კარგი მხარეებით, შეიცვალოს” – ხაზი გაუსვა რეუვან რივლინმა.

banner
წინა სტატიაში(video) კეტი პერი აშშ-ს საარჩევნო კლიპში შიშველი გადაიღეს
შემდეგი სტატიარუსეთს სირიის გამო ახალი სანქციები ელოდება