ისრაელის პრეზიდენტი შოკირებულია რჩევით, ებრაელებმა კიპა არ ატარონ გერმანიაში

ისარელის პრეზიდენტი რეუვენ რივლინი აღშფოთებულია რჩევით, ებრაელებმა კიპა არ ატარონ გერმანიაში.

გერმანიის მთავრობის ანტისემინიზმთან ბრძოლის წარმომადგენელმა ფელიქს კლაინმა ებრაელები გააფრთხილა თავი შეიკავონ მამაკაცის ტრადიციული ქუდის, კიპას ტარებისგან. “საზოგადოებაში შემაკავებელი გარემოებების შესუსტების გამო” – თქვა კლაინმა – 25 მაისს “დოიჩე ველე” წერდა. რივლინმა გერმანიის მთავრობას ებრაელებისადმი “ვალდებულება” შეახსენა და ანტისემიტიზმთან კაპიტულაციაზე გააფრთხილა.

ფელიქს კლაინის აზრით, არსებულ მდგომარეობაზე დიდი გავლენა იქონია “ინტერნეტმა და სოციალურამ ქსელებმა”, გარდა ამისა, “ჩვენს კულტურულ მეხსიერებაზე შეტევა მიდის” – ხაზგასმით აღნიშნა მან.

მთავრობის წარმომადგენლის ინფორმაციით, უკანასკნელ ხანებში ებრაელებზე თავდასხმის 90% მემარჯვენე ექსტრემისტების მიერ არის განხორციელებული. ამავე დროს, ბოროტმოქმედები მუსლიმები არიან – მეტწილად ის ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია გერმანიაში ცხოვრობენ, მაგრამ ინფორმაციას არაბული წყაროებიდან იღებენ, სადაც ხელოვნურად ქმნიან “ებრაელებისა და ისრაელის მტრის ხატს”.

banner
წინა სტატიაშიკოლომოისკი ზელენსკის დეფოლტის გამოცხადებას ურჩევს
შემდეგი სტატიაირანი სპარსეთის ყურის ქვეყნებს თავდაუსხმელობის პაქტს სთავაზობს