ისრაელის პრეზიდენტი – ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ფართო სამხედრო კამპანიისთვის ემზადება

ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ფართო სამხედრო კამპანიისთვის ემზადება, – ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა განაცხადა.

„ჩემი ქვეყანა გლოვობს. ამ ტრაგედიამ ისრაელში თითქმის ყველა ოჯახზე იქონია გავლენა. ეს იქნება ხანგრძლივი სამხედრო კამპანია „ჰამასის“ წინააღმდეგ, – განუცხადა პრეზიდენტის სასახლეში შეკრებილ ჟურნალისტებს ჰერცოგმა.

ისრაელის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს გატაცებული ბავშვების ფოტოები აჩვენა და აღნიშნა, რომ „ჰამასმა“ თავდასხმების დროს ჰოლოკოსტს გადარჩენილები მოკლა და ოჯახები დახოცა.

banner
წინა სტატიაშიშოლცი – ირანის მხარდაჭერის გარეშე „ჰამასი“ ვერ შეძლებდა უპრეცედენტო თავდასხმებს ისრაელის ტერიტორიაზე
შემდეგი სტატიამე დღეს ისრაელში ვარ, რათა მკაფიო გავხადო: აშშ დგას ისრაელისა და მისი ხალხის გვერდით – ბლინკენი