8.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ამერიკის პრეზიდენტს მადლობას უხდის

არის ნიშნები, რომ ხამენეი ჩვენთან აღარ არის, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის რეზიდენცია გაანადგურეს.

„ყველა ნიშანი იმაზე მიუთითებს, რომ ეს ტირანი ჩვენთან აღარ არის“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.

ნეთანიაჰუს ცნობით, დღევანდელი დარტყმების შედეგად ირანის რეჟიმის რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი და ირანის ბირთვულ პროგრამაში მონაწილე მაღალი რანგის წევრია ლიკვიდირებული.

„ჩვენ ირანის ტერორისტული რეჟიმის ათასობით სამიზნეზე თავდასხმას გავაგრძელებთ. ეს იქამდე გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე, ნეთანიაჰუმ ირანელ ხალხს რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.

„ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ. ეს საქმე თქვენ უნდა დაასრულოთ. თქვენ უნდა დაამხოთ და გაანადგუროთ ეს რეჟიმი“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ამერიკის პრეზიდენტს მადლობას უხდის „ისტორიული ლიდერობისთვის“, „მშვიდობასა და ომში მჭიდრო თანამშრომლობისთვის“ და აცხადებს რომ ეს „ნამდვილ მშვიდობას“ მოიტანს.

 

 

banner
წინა სტატიაშიისრაელის მე-12 არხი: სარაკეტო დარტყმების ადგილას აიათოლა ალი ხამენეის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიადუბაის საერთაშორისო აეროპორტში ირანული რაკეტა ჩამოვარდა