ისრაელის პრემიერმა ბრიტანეთს ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიახუმ ბრიტანელ კოლეგასთან, ტერეზა მეისთან შეხვედრაზე ბრიტანეთის მთავრობას მოუწოდა აშშ-ს მაგალითს მიყვნენ და ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესონ. საბაბი, ირანის მიერ საშუალო სიშორის რაკეტების გამოცდაა.
მოლაპარაკებების დაწყების წინ ნეთანიახუმ განაცხადა, რომ ირანის პროვოკაციებზე აპირებს საუბარს. ისრაელის პრემიერის თქმით, “ყველა პასუხისმგებელმა ქვეყანამ” მხარი უნდა დაუჭიროს ახალ სანქციებს ირანის მიერ ატომური შეთანხმების დარღვევის გამო, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამას დროს დაიდო.

ისრაელის პრემიერის განცხადებით, ირანის მიზანი მისი ქვეყნის განადგურებაა.

banner
წინა სტატიაშიისრაელის პარლამენტმა პალესტინის ტერიტორიაზე მშენებლობების ლეგალიზაციის შესახებ კანონი მიიღო
შემდეგი სტატია(video) “ლეიბორისტული პარტია” დააყადაღეს