11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

ისრაელის პრემიერი “ჰეზბოლას” ზავის დარღვევის მცდელობაში ადანაშაულებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ზავის სამკვირიანი გაგრძელების გამოცხადებიდან თითქმის ერთი დღის შემდეგ, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ტერორისტული დაჯგუფება შეთანხმების ჩაშლას აქტიურად ცდილობს.

ნეთანიაჰუმ ხაზი გაუსვა დონალდ ტრამპთან გამართულ „შესანიშნავ საუბარს“ და აღნიშნა, რომ ისრაელი და აშშ სრულად თანამშრომლობენ ირანზე ზეწოლის საკითხში:

ეკონომიკური და სამხედრო წნეხი: ტრამპი აძლიერებს ზეწოლას თეირანზე.

მოქმედების თავისუფლება: ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ინარჩუნებს უფლებას, დაარტყას ნებისმიერ საფრთხეს, მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისა.

„ჩვენ დავარტყით გუშინ და დავარტყით დღეს“, — განაცხადა მან.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დაწყებულია პროცესი ისრაელსა და ლიბანს შორის ისტორიული მშვიდობის მისაღწევად, რასაც „ჰეზბოლა“ უპირისპირდება. ისრაელის მთავარი მიზანი ჩრდილოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების დაბრუნებაა.

„ჩვენ დავიწყეთ პროცესი ისრაელსა და ლიბანს შორის ისტორიული მშვიდობის მისაღწევად და ჩვენთვის ნათელია, რომ “ჰეზბოლა” ცდილობს ამის საბოტაჟს”,_ განაცხადა ისეარლის პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიევროპამ განახლებული რაკეტა Ruta გამოცადა
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი: “ოპოზიციის ალიანსი” ძალიან ტოქსიკურია