ისრაელის პოლიციამ ნეთანიახუ მეორედ დაკითხა კორუფციის საქმეზე

ისრაელის პოლიციამ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბინიამინ ნეთანიახუ კორუფციის საქმეზე მეორედ დაკითხა – Reuters-ი ავრცელებს. სამართალდამცველები სამთავრობო რეზიდენციაში გუშინ, 5 იანვარს გამოცხადდნენ და დაახლოებით 5 საათი იმყოფებოდნენ.
პოლიციაში აღნიშნეს, რომ დაკითხვა ეხებოდა “ასევე სხვა საქმეს”.

ნეთანიახუს პირველი დაკითხვა 3 იანვარს შედგა. გამოძიება სწავლობს მთავრობის მეთაურისა და მისი ოჯახის წევრების მიერ ძვირფასი საჩუქრების მიღების ფაქტს, რომელიც ასობით ათას შეკელს (დაახლოებით 25 ათასი დოლარი) აღემატებოდა. ვრცელდება, რომ პოლიციას მოწმეები ყავს როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

banner
წინა სტატიაში„ჯერჯერობით ინდაურის ეპოქაში ვრჩებით“ – გია ხუხაშვილი
შემდეგი სტატიაპაკისტანში მატარებელმა მოპედზე მსხდარი შვიდი სკოლის მოსწავლე გაიტანა