ისრაელის პარლამენტში მოკლე კაბების აკრძალვის გამო თანამშრომლები გაიფიცნენ

ისრაელის ქნესეტის (პარლამენტის) 50-მდე თანამშრომელმა საპროტესტო აქცია გამართა პარლამენტში მოკლე კაბების ჩაცმის აკრძალვის წინააღმდეგ. საპროტესტო აქცია მას შემდეგ გაიმართა, რაც დაცვამ საკუთარი შეხედულებისამებრ შეაფასა რამდენიმე თანამშრომლის კაბის სიმოკლე და ისინი შენობაში არ შეუშვა. ისრაელის დეპუტატების დამხმარეთა კავშირის თავმჯდომარის ასაფ გოლდფარბის თქმით, სავარაუდოდ, საუბარია მინიმუმ 15 თანამშრომელ ქალზე. მისივე თქმით, ქნესეტის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ქალის კაბა მუხლიდან მაქსიმუმ 5 სმ-ით მაღლა უნდა იდგეს.
საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, ქნესეტში უკანასკნელ ხანებში “საშინელი დრეს-კოდი იგრძნობა”, თუმცა, თანამშრომლებს არ უხსნიან, რასთან არის ეს დაკავშირებული.

banner
წინა სტატიაშიISIS-მა პალმირაში რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისიტემები ხელში ჩაიგდო
შემდეგი სტატიასაავტომობილო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული