ისრაელის პარლამენტმა სომხების გენოციდის აღიარების შესახებ პროექტი გაიწვია

ქნესეთის სპიკერმა იული ედელშტაინმა ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგიდან მოხსნა საკითხი ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების გენოციდის აღიარების შესახებ – The Jerusalem Post-ი წერს. სომხების გენოციდის აღიარების შესახებ კენჭისყრა 29 მაისს იყო დაგეგმილი. ედელშტაინის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კენჭისყრა გაიწვიეს იმის გამო, რომ გაურკვეველი იყო გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერდა თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა. ამდაგვარად კი სპიკერმა გაურკვევლობა აიცილა თავიდან.
ვარაუდობენ, რომ კენჭისყრაზე ბევრ პარალმენტარს შეეძლო წინააღმდეგ მიეცა ხმა, რადგანაც გადაწყვეტილებას შეუძლია ისრაელის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობები გააფუჭოს.

banner
წინა სტატიაშიაშშ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციებს არ გამოაცხადებს
შემდეგი სტატიასტოლტენბერგმა საქართველოს და უკრაინას “ნატოს განსაკუთრებით ღირებული პარტნიორები” უწოდა