არაბული მედიის ინფორმაციით, გუშინ ღამით ისრაელის საჰაერო ძალების CH-53 Sea stallion-ის ტიპის 2 სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენი ერაყის საჰაერო სივრციდან დასავლეთ ირანში დაბალ სიმაღლეზე შეიჭრა.
საფრენმა აპარატებმა ირანის ტერიტორიაზე გადასხეს სამხედრო დაზვერვის სპეციალური ოპერაციების ელიტარული ძალების ქვედანაყოფები- ჯარისკაცების რაოდენობის შესახებ ცნობები არ ვრცელდება…
გამოთქმული ვარაუდებით, ამ ქვედანაყოფებს შესაძლოა დაეკისროს ფორდოს მიწისქვეშა ბირთვული ობიექტის განადგურების მისია.
-ალფა სიხშირე-