ისრაელის ოპერაცია ღაზის სექტორში – პალესტინელებმა რაკეტებით უპასუხეს, ნეთანიახუმ პარიზი დატოვა

შვიდი პალესტინელია მოკლული, მათ შორის, “ჰამასის” მაღალჩინოსანი, ისრაელის სპეცრაზმის ოპერაციის შედეგად ღაზას სექტორში – ანკლავის წარმომადგენლები ავრცელებენ. თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სროლის შედეგად დაიღუპა ერთი ოფიცერი, მეორე კი დაიჭრა. როგორც პალესტინის მთავრობა აცხადებს, ქალაქ ხან-იუნისში ებრაელმა სამხედროებმა “ლაჩრული თავდასხმა” განახორციელეს, რომლის შედეგადაც “ჰამასის” სამხედრო ნაწილის მეთაური ნურ ბარაკე დაიღუპა. ჯგუფის უკან დახევის ოპერაციას იცავდნენ თვითმფრინავები, რომლებმაც “ჰამასს” მინიმუმ 40 დარტყმა მიაყენეს. ისრაელის განცხადებით, პალესტინამაც მინიმუმ 17 რაკეტა დაუშინა მოწინააღმდეგეს, რომელთაგან სამი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემამ დაიჭირა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბინიამინ ნეთანიახუ, რომელიც პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდა, სასწრაფოდ გაფრინდა ისრაელში. “ბიბისი” წერს, რომ სიტუაციის გამწვავება მოხდა ღაზას სექტორში ეგვიპტისა და გაეროს მიერ სიტუაციის დარეგულირების აქტიური მცდელობის ფონზე.

banner
წინა სტატიაშიპარიზის მშვიდობის ფორუმი საქართველოს პრობლემატიკაზე მსჯელობის კარგი შესაძლებლობა იყო
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია პარლამენტში იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მისვლას ითხოვს