გამოცემა The Times of Israel-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, უსაფრთხოების კაბინეტმა საიდუმლო სხდომაზე 34 ახალი დასახლების შექმნას დაუჭირა მხარი. ეს გადაწყვეტილება ისრაელის პოლიტიკაში რადიკალურ ცვლილებებს ნიშნავს:
1993 წლის ოსლოს შეთანხმების შემდეგ, 30 წლის განმავლობაში ისრაელმა მხოლოდ 6 ახალი დასახლება დაამტკიცა. ნეთანიაჰუს ამჟამინდელმა მთავრობამ კი 2022 წლიდან დღემდე მათმა რიცხვმა 103-ს მიაღწია.
IDF-ის გენშტაბის უფროსმა ეიალ ზამირმა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ახალი დასახლებების დაცვა უკვე გადაღლილი და შეთხელებული სამხედრო რესურსების კიდევ უფრო მეტ დატვირთვას გამოიწვევს, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
ორგანიზაცია Yesh Din ამტკიცებს, რომ ეს არის ფინანსთა მინისტრ ბეზალელ სმოტრიჩის გეგმა, რათა პალესტინელები მჭიდროდ დასახლებულ მცირე ანკლავებში (A ზონა) მოაქციონ, რაც ფაქტობრივად „ეთნიკური წმენდაა“.
ორგანიზაცია Peace Now მიიჩნევს, რომ მთავრობა ცდილობს მომდევნო არჩევნებამდე დასავლეთ სანაპიროზე შეუქცევადი ფაქტები შექმნას, რაც მომავალში მშვიდობიანი მოგვარების შანსს ნულამდე დაყვანს.















