ისრაელის მოქალაქე სოფელ გერგეტთან გარდაცვლილი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ყაზბეგის რაიონში, სოფელ გერგეტთან ისრაელის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.

სამძებრო სამუშაო პირველ ივლისს, 112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, ისრაელის მოქალაქე ხევში გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ისრაელის მედიის ცნობით, დაღუპული ყოფილი სამხედროა, რომელიც საქართველოში გიდად მუშაობდა. მის ცხედარს ისრაელში ხვალ გადაასვენებენ.

banner
წინა სტატიაში“მზად ვიყავი ნებისმიერ გადაწყვეტილებისთვის, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის დატოვებისთვის” – მარიამ ჯაში
შემდეგი სტატიააზერბაიჯანულმა მხარემ ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით გაყვანილი ბილიკი ქვებით მოაპირკეთა