კრემლის პრესსპიკერი ამბობს, რომ რუსეთი მზადაა, შუამავლად ჩაერთოს ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირებაში, მაგრამ ვერ ხედავს ისრაელის მხრიდან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების ვერანაირ სურვილს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ, რათა შემდგომში, ასე თუ ისე, მშვიდობიანი პოლიტიკურ-დიპლომატიური მოგვარების გზაზე გადავიდნენ“, – განაცხადა პესკოვმა ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე კომენტარის გაკეთებისას.
მისი მტკიცებით, რუსეთი ახლა ვერ ხედავს ისრაელის მხრიდან სურვილს, რომ ირანთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების გზას დაადგეს.
„თქვენ იცით, რომ რუსულმა მხარემ და, კერძოდ, პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი მზად იქნება შუამავლობისთვის. ამ ეტაპზე, ჩვენ ვერ ვხედავთ სურვილს, სულ მცირე ისრაელის მხრიდან, მიიღოს რაიმე შუამავლობა ან მშვიდობიანი მოგვარების გზაზე გადავიდეს“, – აღნიშნა პესკოვმა.