ისრაელის მიერ ევაკუაციისკენ მოწოდების საპასუხოდ, „ჰამასი“ ღაზის მცხოვრებლებს მიმართავს, არ დატოვონ სახლები

ისრაელის თავდაცვის ძალების მხრიდან ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მოწოდების საპასუხოდ, „ჰამასი“ მოუწოდებს ღაზის მცხოვრებლებს, არ დატოვონ სახლები.

ტერორისტულმა ჯგუფმა ისრაელი „ფსიქოლოგიურ ომში“ დაადანაშაულა.

„ისრაელი ცდილობს, გაავრცელოს ყალბი პროპაგანდა სხვადასხვა საშუალებით, რაც მიზნად ისახავს მოქალაქეებში დაბნეულობის შექმნას და ჩვენი შიდა ფრონტის სტაბილურობის შელახვას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, გაერო-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ, ისრაელის თავდაცვის ძალების შეტყობინების თანახმად, 24 საათის განმავლობაში ღაზას ჩრდილოეთით მყოფი მთელი პალესტინელი მოსახლეობის ევაკუაცია სამხრეთ ღაზაში უნდა მოხდეს.

banner
წინა სტატიაშიისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გასულ ღამეს ღაზის სექტორში 750 სამხედრო ობიექტი გაანადგურეს
შემდეგი სტატიაორბანი – უნგრეთში არ დავუშვებთ ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერ აქციებს