29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

ისრაელის მედია: ნეთანიაჰუ ტრამპს მოუწოდებს, თურქეთს თანამედროვე იარაღი არ მიჰყიდოს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრისას თურქეთის ხელისუფლების, მათ შორის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ანტიისრაელური განცხადებების გამო უკმაყოფილება გამოხატა. ამის შესახებ ისრაელის წამყვანი ტელეკომპანია „Channel 12“ იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, ნეთანიაჰუმ ტრამპს მოუწოდა, არ მიჰყიდოს თურქეთს თანამედროვე სამხედრო პლატფორმები და შეიარაღება მისი სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის.

ეს საუბარი წინ უსწრებს ანკარაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტს, სადაც ტრამპმა და ერდოღანმა თურქეთის F-35-ის გამანადგურებლების პროგრამაში დაბრუნების საკითხი უნდა განიხილონ. ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ ტრამპმა ერდოღანს ისრაელის წინააღმდეგ რიტორიკის შერბილება პირადად სთხოვოს.

banner
წინა სტატიაში“მთელი ევროპა მცდარად იღებს გადაწყვეტილებას და “ოცნებაა” ცამდე მართალი?”- მამუკა კაციტაძე
შემდეგი სტატიადიდი დიღმისა და აღმაშენებლის ხეივნის შემდეგ, ვარკეთილიც დაიტბორა