ისრაელის მედია – ისრაელი ეგვიპტეში მომლაპარაკებელთა ჯგუფს არ გაგზავნის

„ჰამასი“ უარს ამბობს ისრაელისთვის ცოცხალი მძევლების სიის მიწოდებაზე, რის გამოც ისრაელი ეგვიპტეში მომლაპარაკებელთა ჯგუფს არ გაგზავნის, – ამის შესახებ ისრაელის მედია ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელეზე დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ცნობით, „ჰამასისგან“ ისრაელს ასევე უნდა მიეღო მოთხოვნა, რამდენი პალესტინელი პატიმარი უნდა გაათავისუფლოს ისრაელმა ყოველი გათავისუფლებული მძევლის სანაცვლოდ.

არადამაკმაყოფილებელი პასუხის სანაცვლოდ, ისრაელმა დღეს კაიროში დელეგაციის გაგზავნაზე უარი განაცხადა. ეგვიპტის დედაქალაქში იმყოფებიან „ჰამასის“, კატარის და აშშ-ის წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიოს საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები აქვს… უკრაინას იმაზე მეტი არ უთხოვია, რაც სიცოცხლის დასაცავად არის საჭირო – ზელენსკი ოდესაზე
შემდეგი სტატია“ნაციონალურ მოძრაობას” ახალი რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარე ჰყავს