ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი შიმონ პერესი გარდაიცვალა

ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი შიმონ პერესი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ორი კვირის წინ დასაწყისში შიმონ პერესმა ინსულტი გადაიტანა, ის თელ-ავივის მახლობლად მდებარე საავადმყოფოში 13 სექტემბერს მოათავსეს და მას შემდეგ ხელოვნური კომის მდგომარეობაში იმყოფებოდა. ყოფილი პრეზიდენტი ასევე ფილტვების ვენტილაციის აპარატზე იყო შეერთებული. ბოლო დღეებში შიმონ პერესის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესა.

შიმონ პერესი ისრაელის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2014 წლებში იკავებდა. ის ასევე ისრაელის თავდავის, ფინანსთა, კავშირგაბმულობის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა სამინისტროებსა და სხვა უწყებებს ხელმძღვანელობდა.

1994 წელს მას, პრემიერ-მინისტრ იცხაკ რაბინთან და პალესტინის ლიდერთან იასირ არაფატთან ერთად, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადასცეს.

banner
წინა სტატიაშიბაღდადში მომხდარ მკვლელობაზე “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო პასუხისმგებლობა
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილმა ჩაქვში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გახსნა