8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო: საბრძოლო მოქმედებების შედეგად ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებმა ქვეყანაში 6 500-ს გადააჭარბა

გასული დღის განმავლობაში ირანთან კონფლიქტის შედეგად საავადმყოფოებში 148 დაშავებული გადაიყვანეს,– აცხადებენ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში.

ამ მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებმა ქვეყანაში 6 500-ს გადააჭარბა.

ბოლო დღის განმავლობაში საავადმყოფოებში მკურნალობისთვის მყოფთაგან ოთხის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხოლო 108-ის – დამაკმაყოფილებელი. ხუთი ადამიანი სამედიცინო შემოწმებას გადის, ხოლო 31 ადამიანს შფოთვის გამო მკურნალობა ჩაუტარდა.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ირანთან ომის დაწყებიდან საავადმყოფოებში 6 594 ადამიანი მოათავსეს, რომელთაგან 124 ამჟამად საავადმყოფოშია. სამინისტრო არ იძლევა დაზიანებების მიზეზების დეტალურ აღწერას. დაშავებულთა რიცხვში შედიან ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები.

banner
წინა სტატიაშიმარნეულსა და ხაშურში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური სარეალიზაციო ობიექტები გამოავლინეს
შემდეგი სტატია31 მარტიდან დღემდე, საწვავი 6-დან 20 თეთრამდე გაძვირდა