ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანთან კონფლიქტის შედეგად საავადმყოფოებში 108 დაშავებული გადაიყვანეს,- ამის შესახებ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ორი ადამიანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ამ მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებმა ქვეყანაში 6 800-ს გადააჭარბა. მათ შორის არიან როგორც ჯარისკაცები, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ირანთან ომის დაწყებიდან საავადმყოფოებში გადაყვანილი 6 800 ადამიანიდან 138 ამჟამად საავადმყოფოში რჩება და მკურნალობას აგრძელებს.















