ისრაელის გეგმას ალი ჰამენეის ლიკვიდაციის შესახებ დონალდ ტრამპმა ვეტო დაადო – Reuters

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვეტო დაადო ისრაელის გეგმას ირანის უმაღლესი სასულიერო ლიდერის აიათოლა ალი ჰამენეის ლიკვიდაციაზე. ამის შესახებ Reuters ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს და მოჰყავს ერთ-ერთის სიტყვები:

“ირანს არცერთი ამერიკელი არ მოუკლავს. სანამ ის ამას არ აკეთებს, ჩვენ არც კი განვიხილავთ თავდასხმას მის პოლიტიკურ ლიდერებზე”.

სხვათა შორის, ისიც უნდა ითქვას, რომ ჯერ კიდევ აპრილში ტრამპმა დაბლოკა ისრაელის მიერ დაგეგმილი დარტყმები ირანის ბირთვულ ობიექტებზე, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მოლაპარაკებებში ირანთან წარმატებას მიაღწევდა, თუმცა ასე არ მოხდა.

ისიც უნდა ითქვას, რომ 14 ივნისს ისრაელის მიერ ლიკვიდირებული 9 ბირთვული ფიზიკოსიდან სამს დისერტაცია რუსეთში აქვს დაცული. სულ ისრაელმა 13 ივნისს, მინიმუმ, 14 მეცნიერის ლიკვიდაცია მოახერხა, რომლებიც სწორედ ბირთვულ პროგრამებზე მუშაობდნენ.

banner
წინა სტატიაშიირანის დაზვერვის მთავარი პირის, გენერალ მუჰამედ ქაზემის ცხედარი ნანგრევებქვეშაა
შემდეგი სტატიანეთანიაჰუ უარყოფს ცნობას, რომ ტრამპმა ისრაელის მიერ ხამენეის ლიკვიდაციის გეგმას ვეტო დაადო