ისრაელის განცხადებით, ლიკვიდირებულია „ჰამასის“ მეთაური, რომელიც თავდასხმებს გეგმავდა

ისრაელის სამხედროების განცხადებით, ლიკვიდირებულია „ჰამასის“ ერთ-ერთი უფროსი მეთაური, რომელიც თავდასხმებს გეგმავდა. ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ზუსტი დაზვერვის საფუძველზე გამანადგურებელმა იერიში მიიტანა „ჰამასის“ დაზვერვის უფროსის მოადგილე შადი ბარუდზე.

„საჰაერო თავდასხმების ვიდეოს გამოქვეყნებისას, ისრაელის თავდაცვის ძალებმა აღნიშნეს, რომ 7 ოქტომბერს ისრაელზე ბარბაროსული თავდასხმები ბარუდმა იაჰია სინვართან ერთად დაგეგმა“, – აცხადებენ ისრაელში.

ისრაელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით „ჰამასს“ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშიჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – აშშ-სა და ჩინეთს აქვთ მნიშვნელოვანი საერთო ინტერესები და გამოწვევები, რომლებიც ერთად უნდა გადაჭრან, ჩვენ უნდა გვქონდეს დიალოგი, შევამციროთ გაუგებრობა
შემდეგი სტატიაგერმანიამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც არალეგალთა დეპორტაციის პროცესს გაამარტივებს