ისრაელის გამანადგურებლებმა სირიაში რუსული რადარები მოატყუეს

სირიაში განლაგებულმა რუსულმა რადარებმა ისრაელის ორი თვითმფრინავი F-35 ვერ შენიშნეს -ამის შესახებ ქუვეითური გაზეთი Al-Jarida წერს. გამოცემის ინფორმაციით, ორი გამანადგურებელ-ბომბდამშენი ირანის ბანდარ-აბასის რაიონში დაზვერვით სამუშაოებს ასრულებდა. თვითმფრინავებმა, ასევე ერაყის და სირიის საჰაერო სივრცე გადაიფრინეს. F-35-ები რუსულ რადარებთან ერთად ვერ დააფიქსირეს სირიისა და ირანის სისტემებმა. გაზეთის ინფორმაციით, შემთხვევა მარტში მოხდა, თუმცა, ზუსტი თარიღი არ ვრცელდება. ასევე, უცნობია, ისრაელი აშშ-ს ნებართვით მოქმედებდა თუ არა.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი – ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარე პროცესს თუ გადავხედავთ, პრაქტიკულად, წინასაომარ ვითარებაში ვართ
შემდეგი სტატიაამ ხალხს საქართველო, სახელმწიფო, სამშობლო ფეხებზე ჰკიდია