8.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

ისრაელის F-35-მა თეირანის თავზე ირანული Як-130 ჩამოაგდო

ისრაელის საჰაერო ძალების F-35I Adir-მა თეირანის თავზე ირანის საჰაერო ძალების შემადგენლობაში მყოფი რუსული წარმოების Як-130 ჩამოაგდო. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, ეს დღეს, 4 მარტს მოხდა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა F-35-მა თვითმფრინავი ჩამოაგდო.

ამას გარდა, ეს ბოლო 40 წელში პირველი შემთხვევაა, როცა ისრაელის საჰაერო ძალების გამანადგურებელმა სხვა თვითმფრინავის წინააღმდეგ საჰაერო ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. ბოლო შემთხვევა, როცა ისრაელის საჰაერო ძალებმა ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს, 1985 წლის 24 ნოემბერს, ლიბანის ცაში მოხდა. მაშინ ისრაელის F-15-მა სირიის საჰაერო ძალების ორი МиГ-15 ჩამოაგდო.

banner
წინა სტატიაშიგრანტების მიღებასა და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები კიდევ უფრო მკაცრდება- პარლამენტმა ცვლილებები დაამტკიცა
შემდეგი სტატიასაკანონმდებლო ორგანომ “ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა