ისრაელის ექს-მინისტრს ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 11 წლით ციხე ემუქრება

ისრაელის ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს გონენ სეგევს ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სასამართლო პროცესის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის ივლისიდან გრძელდება, სეგევმა პროკურატურასთან ითანამშრომლა და ის მზად არის თავი დამნაშავედ ცნოს – 9 იანვარს ისრაელის იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა. ყოფილ მინისტრთან დაკავშირებით სასამართლო განაჩენს 11 თებერვალს გამოიტანს – “დოიჩე ველე” წერს.

პროცესი იერუსალიმში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. სეგევის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზე ცოტა რამ არის ცნობილი. მას 1995-1996 წლებში ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრსი თანამდებობა ეკავა. ცნობილია, რომ მისი ბრალდება ეხება 2012 წლიდან პერიოდს, როცა ის ნიგერიაში ცხოვრობდა.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი მსახიობ რეზი ნასიძისთვის 1000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობას დააყენებს
შემდეგი სტატიაევროზონაში უმუშევრობა უკანასკნელ ათწლეულში მინიმუმამდე დავიდა