ისრაელის ელჩი – მშვიდობიანი მოქალაქეების მიზანში ამოღება ომის დანაშაულია

საერთაშორისო საზოგადოებამ ზეწოლა უნდა განახორციელოს პალესტინურ ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასზე“, რათა მან შეწყვიტოს ძალადობა, მშვიდობიანი მოქალაქეების მიზანში ამოღება ომის დანაშაულია, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი, რან გიდორი აცხადებს.

„გუშინდელი დღიდან მოყოლებული, „ჰამასის“ ტერორისტულმა ორგანიზაციამ 850-ზე მეტი რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით, ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებულ ცენტრებში. ჩვენმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითმა სისტემა შეძლო რაკეტების 90 პროცენტის ჩამოგდება.

მიუხედავად ამისა, ქალაქებში ბევრი რაკეტა ჩამოვარდა და ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, 200 ისრაელელი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან. საერთაშორისო საზოგადოებამ ზეწოლა უნდა განახორციელოს პალესტინურ ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასზე“, რათა მან ძალადობა შეწყვიტოს.

მშვიდობიანი მოქალაქეების მიზანში ამოღება არის ომის დანაშაული, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღიარებენ. სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი დანაშაულებები წარსულშიც ვნახეთ და დასკვნაა, რომ ამით ზარალდება ორივე მხარე, თუმცა განსაკუთრებით პალესტინელი მოქალაქეები.

იმედი გვაქვს, „ჰამასი“ გააცნობიერებს, რომ მათი ქმედებებით პალესტინელი ხალხი იტანჯება ყველაზე მეტად. ისრაელი არასდროს იტყვის უარს თავდაცვის უფლებაზე, რომელიც გვაქვს საერთაშორისო კანონმდებლობით და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მოქალაქეები დავიცვათ“, – აცხადებს რან გიდორი.

banner
წინა სტატიაშივატო სურგულაძე – პოლიცია არ არის მხოლოდ იმისათვის, რომ მიტინგები დაშალონ და ერთი პარტიის ოფისი დაიცვან
შემდეგი სტატიადეკანოიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ თუ პარლამენტს გარეთ დარჩება, იქნება მუდმივი ცეცხლი ჩვენსა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის