5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

ისრაელის ელჩი: მაქვს სურვილი, შევხვდე ოფიციალურ პირებს საქართველოს მთავრობიდან

“განვითარებული მოვლენების ფონზე, მაქვს სურვილი, შევხვდე ოფიციალურ პირებს საქართველოს მთავრობიდან. ამ დრომდე მათ არ შევხვედრილვარ, იმედი მაქვს, ეს მალე მოხდება“ — ამბობს ფორმულასთან ინტერვიუში ისრაელის ელჩი საქართველოში, ვალიდ აბუ ჰაია.

“ახლა ისრაელის რამდენიმე ათასი მოქალაქე იმყოფება საქართველოში, მათ მოსწონთ აქ ყოფნა, დარწმუნებული ვარ, ძალიან შეფოთებულები არიან იმით, რაც მათ სამშობლოში ხდება, მაგრამ ახლა ისრაელის ცა დაკეტილია და როცა ფრენები აღდგება, ჩვენ მათზე ვიზრუნებთ.

ისრაელში არიან საქართველოს მოქალაქეები და მინდა მათ იცოდნენ, ჩვენ არამხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს ვიცავთ, არამედ, ყველას, ვინც ისრაელშია. ჩცვენ ვეკონტაქტებით თელ ავივში საქართველოს საელჩოს და მათაც აქვთ კომუნიკაცია იერუსალიმში ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, თუ რაიმე დასჭირდებათ, ისინი დახმარებას მაქსიმალურად მიიღებენ” – ამბობს ელჩი.

ვალიდ აბუ ჰაია აღნიშნავს, რომ “ირანის რეჟიმის მთავარი მიზანი იყო ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, ნებისმიერ სფეროში, მიმართულია ისრაელის დაზიანებისკენ”. მისი თქმით, “ჩვენ და ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებს სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ დავარტყათ ამ რეჟიმს”

banner
წინა სტატიაშიმიტროპოლიტი შიო: ვმადლობთ ღმერთს, რომ ჩვენი ერი ინარჩუნებს საოცარ, უმთავრეს და უდიდეს საუნჯეს
შემდეგი სტატიაისრაელის პრემიერი: თუ ირანელებს ექნებათ ბირთვული იარაღი, მთელ კაცობრიობას დაემუქრებიან, ამიტომ დავიწყეთ თავდაცვა