ისრაელის ელჩი – ისრაელი უარს იტყვის გაეროს ოფიციალური პირებისთვის ვიზების გაცემაზე

ისრაელის ელჩის გილად ერდანის განცხადებით, ისრაელი, ისრაელ-ჰამასის კონფლიქტის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის განცხადების გამო, უარს ამბობს გაეროს ოფიციალური პირებისთვის ვიზების გაცემაზე. ამის შესახებ timesofisrael-ი იტყობინება.

„მისი განცხადებებიდან გამომდინარე, ჩვენ უარს ვიტყვით გაეროს წარმომადგენლებისთვის ვიზის გაცემაზე. უკვე ვუთხარით უარი ვიზაზე ჰუმანიტარულ საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილე მარტინ გრიფიტსისთვის. დადგა დრო, რომ მათ გაკვეთილი ვასწავლოთ“, – აცხადებს ელჩი.

ინფორმაციისთვის, გუტერეშმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, „მნიშვნელოვანია ვაღიაროთ, „ჰამასის“ თავდასხმა ვაკუუმში არ მომხდარა.

„პალესტინელი ხალხი 56-წლიან მახრჩობელა ოკუპაციას ექვემდებარება…“, – თქვა გუტერეშმა.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიას განმარტებით, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ პარტიის დატოვებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება
შემდეგი სტატიარუსებმა 11 „შაჰიდი“ გაუშვეს, საჰაერო თავდაცვამ ყველა ჩამოაგდო – უკრაინის გენშტაბი