6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

ისრაელის ძალებმა თეირანის მახლობლად მდებარე ბირთვულ ცენტრზე ავიაიერიში განახორციელეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის დედაქალაქ თეირანის მახლობლად მდებარე საიდუმლო ბირთვულ ცენტრზე ავიაიერიში განახორციელეს. ამის შესახებ გამოცემა idf.il იუწყება.

ისრაელის სამხედრო მეთაურობის ცნობით, მიწისქვეშა ცენტრში ირანელი მეცნიერების ჯგუფი ბირთვული იარაღის საკვანძო კომპონენტების შექმნაზე მუშაობდა.

ასევე ისრაელის წყაროების ცნობით, საჰაერო ძალებმა ირანის 300-მდე სარაკეტო დანადგარი მწყობრიდან გამოიყვანეს. ამის შედეგად ირანის მხრიდან სარაკეტო იერიშების ინტენსივობა შემცირდა.

ცნობისთვის, ისრაელმა და აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 28 თებერვალს დაიწყეს. შეტევა ბირთვულ ობიექტებზე და სამთავრობო შენობებზე განხორციელდა. საპასუხოდ ირანმა აშშ-ის მოკავშირეებზე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა.

banner
წინა სტატიაშიირანის ახალ უზენაეს ლიდერად ალი ხამენეის შვილი აირჩიეს
შემდეგი სტატიასტატისტიკის ეროვნული სამსახური: წლიური ინფლაცია 4.6%-ია