ისრაელის დამატებითი სახმელეთო ძალები შევიდნენ ღაზაში, რათა დაეშალათ „ჰამასი“ და მძევლები სახლში დაებრუნებინათ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზაში მიმდინარე სახმელეთო ოპერაცია „ჰამასთან“ ომის მეორე ეტაპია, რომელსაც ძალიან მკაფიო მიზნები აქვს.

როგორც ნეთანიაჰუმ ბრიფინგზე განაცხადა, ისრაელის დამატებითი სახმელეთო ძალები შევიდნენ ღაზაში, რათა დაეშალათ „ჰამასი“ და მძევლები სახლში დაებრუნებინათ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ მათი ჯარისკაცები და მეთაურები ახლა ღაზი„ს სექტორში იმყოფებიან და ისინი ყველგან არიან განლაგებული“.

ამასთან, ნეთანიაჰუ გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებსაც.

„ნუ დაგვადანაშაულებთ ომის დანაშაულებში. თუ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ ჩვენი ჯარისკაცების დადანაშაულება ომის დანაშაულებში, ეს ფარისევლობაა. ჩვენ ვართ ყველაზე მორალური არმია მსოფლიოში“, – ამბობს ნეთანიაჰუ.

მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები იყენებს სიფრთხილის ზომებს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და ადანაშაულებს „ჰამასს“ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში „თავიანთი ხალხის ადამიანთა ფარად გამოყენებით“.

„ეს იქნება ხანგრძლივი და რთული ომი. ჩვენ გავიმარჯვებთ”, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ლევან ლობჯანიძე დაიღუპა
შემდეგი სტატიამედიის ინფორმაციით, ლონდონში პალესტინის მხარდასაჭერ აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა