ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ “ჰამასის” მიერ 7 ოქტომბერს ტყვედ აყვანილი ორი მძევალი გარდაცვლილი იპოვეს.
80 წლის კარმელა დანი და მისი 12 წლის შვილიშვილი ნოია დანი ტყვედ აიყვანეს კიბუც ნირ ოზში. ისრაელს არ უთქვამს სად იპოვეს ცხედრები.
“განადგურებული ვართ იმის გამო, რომ ნოიას და მისი ბებია კარმელას ცხედრები გუშინ აღმოაჩინეს”, – ნათქვამია განცხადებაში.