ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისრაელის მიერ დღეს, ქალაქ ნაბატიესთან ახლოს განხორციელებულმა საჰაერო დარტყმამ სამი ადამიანი იმსხვერპლა.
ლიბანის ეროვნული საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მაიფადუნში ავტომობილზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად „3 ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა“.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია ორი დაღუპულის შესახებ. ისრაელის თავდაცვის ძალებს (IDF) თავდასხმასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ

















