6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
banner

ისრაელის არმიის ძალებმა სირიიდან ლიბანში იშვიათი საზღვრისპირა რეიდი ჩაატარეს

ისრაელის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის არმიის ელიტურმა ძალებმა სირიიდან ლიბანში იშვიათი საზღვრისპირა რეიდი ჩაატარეს, რომლის მიზანიც რეგიონში ტერორისტული ორგანიზაციების გაძლიერების თავიდან აცილების მიზნით განხორციელებული ძალისხმევის ნაწილია.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, 810-ე სამთო რეგიონული ბრიგადის შემადგენლობაში მოქმედი ალპინისტური დანაყოფის რეზერვისტები რთულ მთიან რელიეფზე მოქმედებდნენ და თოვლში სირიის ჰერმონიდან სამხრეთ ლიბანში, დოვის მთამდე გადადიოდნენ, რათა ტერიტორიის დასკანერება, სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება და მტრის ტერორისტული ინფრასტრუქტურის აღმოჩენა შეძლებოდათ.

2024 წლის დეკემბერში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ სირიის ტერიტორიაზე ცხრა პოსტზე იყვნენ განლაგებული, ძირითადად, ქვეყნებს შორის საზღვარზე, გაერო-ს მიერ პატრულირებული ბუფერული ზონის ფარგლებში. ორი პოსტი ჰერმონის მთის სირიულ მხარესაა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე დავითი: არავინ იფიქროს, რომ დღეს პატრიარქობა პატივია მხოლოდ, ეს არის დიდი სიმძიმეც
შემდეგი სტატიარომის პაპი: იესო ქრისტე არ უსმენს მათ ლოცვებს, ვინც ომებს აწარმოებენ, არამედ უარყოფს მათ