ისრაელის არმიამ სირიაში ირანის ობიექტები დაბომბა

ისრაელის სამხედრო ძალებმა სირიაში, “ალ-კურდსის” პოზიციებზე, რომელიც ირანის ელიტურ სამხედრო ქვედანაყოფად ითვლება, და ასევე, დამასკოსთან,, სირიის პოზიციებზე იერიში მიიტანა. დაბომბვის მსხვერპლი, მინიმუმ 11 ადამიანი გახდა, ყველა მათგანი სამხედრო პირია. რუსი სამხედროები ოთხ დაღუპულზე ავრცელებენ ინფორმაციას.
კვირას ისრაელის არმიამ ცახალმა განაცხადა, რომ ქვეყნის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვამ გალანის მაღლობზე რაკეტა დაიჭირა.

სირიის მოკავშირე ირანმა, რომელსაც რადიკალურად ანტიისრაელური პოზიცია უჭირავს, სირიაში ათასობით სამხედრო მოსამსახურე გააგზავნა ბაშარ ასადის დასახმარებლად.
ისრაელის არმია ძალიან იშვიათად ავრცელებს იმაზე, რომ სირიაში ოპერაციას ატარებს, მაგრამ ამჯერად დამასკოსთან დარტყმებზე საკუთარ “ტვიტერზე” დაწერა. განცხადებაში ნათქვამია, რომ არმიამ დამასკოსთან არსებული იარაღის საწყობებს დაუშინა, ასევე, ირანის სამხედროების ბაზას – “ბიბისი” წერს.
სირიია არმიის განცხადებით, მათთმა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვამ “მრტული რაკეტების უმეტესობა დაიჭირა”. თავის მხრივ, ისრაელმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც რაკეტა რუსული წარმოშობის ზენიტურ კომპლექს “პანცირს” ანადგურებს.

2018 წლის მაისში ისრაელმა სირიაში ირანის თითქმის ყველა ობიექტი დაბომბა. ირანი მხარს უჭერს “ჰესბოლას”, რომელიც ისრაელს ებრძვის.

banner
წინა სტატიაშიანდრია ჯაღმაიძე – ყველაზე მეტი შეურაცხყოფისა და ცილისწამების მოსმენა ჩვენი მისამართით გვიწევს
შემდეგი სტატიაბათუმში, სურსათის მაღაზიაში მანქანა შევარდა