ისრაელის ახალი პრემიერი ოფიციალურად შეუდგა მუშაობას, ნეთანიახუ “საშიში მთავრობის” ჩამოგდებას აპირებს

დღეს, ორშაბათს, ისრაელში ახალი მთავრობა შეუდგა მუშაობას. ახალმა პრემიერ-მინისტრმა ნეფტალი ბენეტმა პირობა დადო, რომ მოქალაქეთა გაერთიანებას შეეცდება. ყოფილი პრემიერის ბინიამინ ნეთანიახუს ოფისში ამბობენ, რომ ის მზად არის “საშიში მთავრობა” შეცვალოს.
ნაფტალი ბენეტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მისი მთავრობა “ხალხის სიკეთეებისთვის” იმუშავებს და განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებში რეფორმების ჩატარების პირობა დადო.

ნეთანიახუ, რომლის 12 წლიანი მმართველობა ოპოზიციურმა კოალიციამ დაასრულა, მზად არის რაც შეიძლება სწრაფად გადააყენოს ბენეტ-ლაპიდის მთავრობა. როგორ აპირებს ყოფილი პრემიერი ამის გაკეთებას, მის წარმომადგენელს ტოპაზ ლუკს არ განუმარტავს – “ბიბისი” წერს.

დღეს ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა, რომ პრემიერების საქმეების ტრადიციული გადაცემის ცერემონია არ დანიშნულა.

banner
წინა სტატიაშისლოვენიის პრეზიდენტმა ნატოს გაფართოვების აუცილებლობაზე განაცხადა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: წარმატებას ვუსურვებ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფთალი ბენეთის