ისრაელის 3 მძევლის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ისრაელის თავდაცვის შტაბის უფროსმა აიღო

ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა ჰერცი ჰალევიმ ისრაელის 3 მძევლის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა აიღო.

„IDF და მე, როგორც მისი მეთაური, ვართ პასუხისმგებელი მომხდარზე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მსგავსი ინციდენტები არ განმეორდეს“, – განაცხადა ჰალევიმ და მომხდარს „მტკივნეული“ უწოდა.

ინფორმაციისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებმა 15 დეკემბერს შეცდომით ისრაელის სამი მძევალი მოკლეს.

banner
წინა სტატიაშიპუტინი: “აიღეს და შეათრიეს ფინეთი NATO-ში… მასთან პრობლემები არ გვქონია, მაგრამ გვექნება”
შემდეგი სტატიაზალუჟნის ოფისში მოსასმენი მოწყობილობა იპოვეს