“ჯორჯიან ეარვეისის” განცხადებით, დამატებითი რეისი ისრაელიდან 12 ოქტომბერს, ისრაელის დროით 17:40 საათზე დაინიშნა.
მანამდე ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ 11 ოქტომბერს დანიშნულ დამატებით რეისზე ყველა ბილეთი რამდენიმე წუთში გაიყიდა. საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ სამშობლოში დაბრუნების მსურველი ბერვია, თუმცა ბილეთები აღარ იშოვება.