ისრაელი თურქეთს 20 მილიონიან კომპანსაციას გადაუხდის

2ისრაელმა თანხმობა განაცხადა 20 მილიონი დოლარის კომპენსაცია გადაუხადოს თურქეთს – დღეს თურქული მედია წერს. თანხა 2010 წელს ღაზას სექტორში კონფლიქტისას დაღუპულთა ოჯახებს გადაეცემათ, გარდა ამისა, ისრაელმა თურქული საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობა დაუშვა ქვეყნის ტერიტორიაზე – შესაბამისი შეთანხმება თურქეთის პარლამენტმა დაადასტურა.
ღაზას სექტორში კონფლიქტი 2010 წლის 31 მაისს მოხდა. ისრაელის თავდაცვის გემებმა “თავისუფლების ფლოტილიის” ექვსი გემი დააკავა, რომელსაც პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარება, წამლები, სამრეწველო და სამშენებლო მასალები მიჰქონდა. ყველა თურქული გემი ბრძანებას დაექვემდებარა, გარდა Mavi Marmara-სი. მის ბორტზე ჩხუბი დაიწყო, აქტივისტებმა ჩხუბისას ხელში მოხვედრილი ყველა ნივთი გამოიყენეს, ებრაელმა ჯარისკაცებმა საპასუხოდ ცეცხლი გახსნეს. შედეგად ცხრა მგზავრი დაიღუპა და 30-მდე დაიჭრა. დაშავდა, ასევე 10-მდე ჯარისკაცი.
ინციდენტიდან მალევე, ანკარამ თელ-ავივს ოფიციალური ბოდიში და კომპენსაციის გადახდა მოსთხოვა. ისრაელმა ამაზე უარი განაცხადა, რომლის შემდეგადაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაიძაბა.

banner
წინა სტატიაში2017 წელს ნავთობი 7-10 დოლარით გაძვირდება…?
შემდეგი სტატიაკლინტონი – ტრამპს 5% უსწრებს