ისრაელი, სერგეი ლავროვის მიერ ჰიტლერის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო, მოსკოვისგან ბოდიშს ითხოვს

ისრაელი გმობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ ადოლფ ჰიტლერს ებრაული ფესვები ჰქონდა და მოსკოვისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ რუსეთის ელჩს დაიბარებენ “მკაცრი საუბრისთვის” იმ კომენტარების გამო, რომელიც ლავროვმა კვირას იტალიურ ტელევიზიასთან ინტერვიუში გააკეთა.

„ეს არის უპატიებელი, სკანდალური განცხადება, საშინელი ისტორიული შეცდომა და ჩვენ ველით ბოდიშს“, – განაცხადა ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

იტალიურ ტელეარხ Rete 4-თან ინტერვიუს დროს, ლავროვს ჰკითხეს, როგორ შეუძლია რუსეთს თქვას, რომ უკრაინის „დენაციფიკაცია“ უნდა განახორციელოს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ებრაელია, ლავროვმა კი უპასუხა, რომ „ჰიტლერსაც ებრაული წარმომავლობა ჰქონდა, ასე რომ ეს არაფერს ნიშნავს“.

banner
წინა სტატიაშიხატია დეკანოიძე – აუცილებელია დაწვრილებითი ახსნა, რა კეთდება იმისთვის, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის თავის ასარიდებლად
შემდეგი სტატიააზოვსტალის ქარხანაში 200-მდე ადამიანია დარჩენილი, მათ შორის 20 ბავშვია – უკრაინელი მეთაური