5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

ისრაელი საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ირანის მოსაზღვრე ქვეყნებთან (აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ყურის ქვეყნები) დაკავშირებით მთავრობის რჩევაა, თავი შეიკავონ იმ ადგილებში გამართულ ღონისძიებებში (მათ შორის სადღესასწაულო სადილებში) მონაწილეობისგან, რომლებიც ისრაელთან ან იუდაიზმთან ასოცირდება.

უსაფრთხოების საბჭოს განცხადებით, ეს რეკომენდაცია ეფუძნება საფრთხეს, რომ აღნიშნული ადგილები შესაძლოა ირანული ელემენტების მხრიდან ფიზიკური თავდასხმის საფრთხე არსებობდეს.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ასევე აცხადებს, რომ ირანთან მიმდინარე ომი ზრდის საზღვარგარეთ მყოფი ისრაელელების წინააღმდეგ ტერორიზმის საფრთხეს. ამის დასტურად უწყება დასავლეთის სხვადასხვა ქვეყანაში ებრაულ და ისრაელის ობიექტებზე განხორციელებულ ან აღკვეთილ ბოლოდროინდელ თავდასხმებს ასახელებს. აღსანიშნავია, რომ 5 მარტს გამოქვეყნებულ გაფრთხილებაში საქართველო და აზერბაიჯანი ნახსენები არ ყოფილა.

New York Times-ის ცნობით, ამერიკულმა მხარემ ირანს ომის დასასრულებლად სპეციალური 15-პუნქტიანი გეგმა, პაკისტანის შუამავლობით, უკვე გაუგზავნა. დეტალები უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ დიპლომატიურ პროცესში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტის მრჩეველი ჯარედ კუშნერი მონაწილეობენ.

როგორც გამოცემა იუწყება, შეთანხმების მთავარი პრიორიტეტი კვლავ ირანის ბირთვული პროგრამის სრულყოფილი შეჩერება და ატომური იარაღის შექმნაზე უარის თქმაა, რაზეც თეირანს არაერთგვაროვანი პოზიცია აქვს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ვაშინგტონი და თეირანი მოლაპარაკებების აქტიურ ფაზაში იმყოფებიან. თავად ირანის ისლამური რესპუბლიკა კი ვაშინგტონთან პირდაპირ კონტაქტს ოფიციალურად უარყოფს. მოლაპარაკებების პარალელურად, ოპერაცია “ეპიკური მრისხანება” კვლავ გრძელდება, პენტაგონი კი ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3,000 სამხედროს გადასროლას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიმარია ზახაროვა: ქართული მხარეც დაინტერესებულია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობებით
შემდეგი სტატიასაქართველოში რუსული ხორბლის იმპორტი 31%-ით გაიზარდა