ისრაელი რუსული С-300-ის ჩამოგდებით იმუქრება

ისრაელი გაანადგურებს რუსულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-300 , თუკი სირია მას ქვეყნის სამხედრო ძალების წინააღმდეგ გამოიყენებს – ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა განაცხადა – Ynetnews-ი წერს. “ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ შეიარაღება, რომელსაც რუსეთი სირიას გადასცემს, ჩვენს წინააღმდეგ არ იქნას გამოყენებული” – განაცხადა მინისტრმა. ლიბერმანმა აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ისრაელი მოქმედებას უპასუხოდ არ დატოვებს. “თუკი ჩვენს თვითმფრიონავებს ვინმე ესვრის, ჩვენ მას გავანადგურებთ” – თქვა თავდაცვის მინისტრმა.

20 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-ს, ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ სირიაში 14 აპრილს განხორციელებული დარტყმების შემდეგ მოსკოვს აღარ აქვს მორალური პასუხისმგებლობა, რომელიც მას სირიაში ნებისმიერი იარაღის შეტანას შეუზღუდავს.

banner
წინა სტატიაშისომხეთის ოპოზიციის ლიდერმა ქვეყნის მართვის სურვილი გამოთქვა
შემდეგი სტატიაგერმანიაში მიგრანტებს შორის ბინ ლადენის დაცვის წევრი აღმოაჩინეს