ისრაელი მოსკოვს მოუწოდებს „ჰამასის“ მაღალჩინოსნები დაუყოვნებლივ გააძევოს

ისრაელი „ჰამასის“ მაღალჩინოსნების მოსკოვში მიწვევას „უხამს ნაბიჯად“ თვლის, რომელიც მხარს უჭერს ტერორიზმს და „ჰამასის“ ტერორისტების სისასტიკეებს აძლევს ლეგიტიმაციას, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლიორ ჰაიატმა განაცხადა.

“ჰამასი “ისლამურ სახელმწიფოზე” უარესი ტერორისტული ორგანიზაციაა. “ჰამასის” მაღალჩინოსნების ხელები 1 400-ზე მეტი ისრაელელის სისხლით არის შეღებილი, რომლებიც დახოცეს, მოკლეს, დახვრიტეს და დაწვეს, და ისინი პასუხისმგებელნი არიან 220-ზე მეტი ისრაელელის გატაცებისთვის, მათ შორის ჩვილების, ბავშვების, ქალებისა და მოხუცების”, – განაცხადა ჰაიატმა.

ისრაელის საგარეო უწყების სპიკერმა აღნიშნა, რომ ისრაელი მოსკოვს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააძევოს „ჰამასის“ ლიდერები.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ „ჰამასის“ დელეგაცია მოსკოვში ვიზიტად იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვს „ჰამასის“ წარმომადგენლები სტუმრობენ – მარია ზახაროვა
შემდეგი სტატიაკუბილიუსი: ბევრ ქართველ ოპოზიციონერს შევხვდი, ყველა მხარს უჭერს სტატუსის მიღებას