ისრაელი მხარს უჭერს დონალდ ტრამპის გეგმას ირანის პორტების ბლოკირების შესახებ,_ ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აცხადებს.
“პრეზიდენტმა ტრამპმა მათთვის საზღვაო ბლოკადის დაწესება გადაწყვიტა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ამ მტკიცე პოზიციას და ნებისმიერ დროს სრულ კოორდინაციაში ვართ შეერთებულ შტატებთან,“ – განაცხადა მან.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ, პაკისტანში გამართული ხანგრძლივი დისკუსიების უშედეგოდ დასრულების შემდეგ, მას ინფორმაცია ჯეი დი ვენსმა მიაწოდა.
















